აშშ-ში 33 წლის შემდეგ შეცდომით დასჯილი გაანთავისუფლეს

2ვირჯინიის შტატის სასამართლომ გაამართლა თავისუფლება აღკვეთილი, რომელმაც 33 წელი ციხეში გაატარა – Reuters-ი წერს.
აშშ-ს სამხედრო ძალების მოსამსახურეს კიტ ალენ ჰარვარდს 1982 წელს ჯესი პარონის მკვლელობისა და მისი ცოლის გაუპატიურების გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. პოლიციის მონაცემებით, პარონი სიკვდილამდე იყო ნაცემი, ცოლი კი – რამდენჯერმე გაუპატიურებული. ქალის ფეხზე აღმოჩენილი იყო ნაკბენები. ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ ის 26 წლის ჰარვარდის ნაკბენს გავდა, რომელიც ამის შედეგად მკვლელობასა და გაუპატიურებაზე გაასამართლეს. ჰარვარდს ბრალი არასდროს უღიარებია.

33 წლის შემდეგ გენეტიკურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მკვლელი და მოძალადე სხვა ადამიანი იყო, ასევე სამხედრო მოსამსახურე ჯერი კროტი. ის 2006 წელს ოჰაიოს ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა, სადაც ადამიანის გატაცებაზე იხდიდა სასჯელს. ჰარვარდი ახლა 60 წლის არის. ამერიკელმა მოსამართლეებმა ჰარვარდს ბოდიში მოუხადეს შეცდომისთვის.

2012 წელს ორი ამერიკული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 1989 წლიდან 2012 წლამდე აშშ-ს ციხეებიდან დაახლოებით 2000 პატიმარი იქნა გაშვებული, რომლებიც მძიმე დანაშაულებზე შეცდომით იხდიდნენ სასჯელს.

banner
წინა სტატიაში“ისლამურმა სახელმწიფომ” ქარხნის 175 მუშა სიკვდილით დასაჯა
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურის საგანგებო განცხადება