“ისლამურმა სახელმწიფომ” ქარხნის 175 მუშა სიკვდილით დასაჯა

ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა გუშინ დამასკოსთან მდებარე ცემენტის ქარხნიდან გატაცებული მუშებიდან 175 სიკვდილით დასაჯეს – Reuters-ი სირიელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუშინ კომპანია “ალ-ბადიამ” საკუთარ მუშებთან დაკავშირება ვერ შეძლო, თვითმხილველების თქმით, მათ დაინახეს მანქანები, რომლითაც “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებს ასობით ხალხი გადაყავდა. სულ 340 მუშა გაიტაცეს.

შეგახსენებთ, რომ სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს. ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” უკანასკნელი 2 წელია არსებობს.

banner
წინა სტატიაშიტასო ბარნოვა შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიააშშ-ში 33 წლის შემდეგ შეცდომით დასჯილი გაანთავისუფლეს