აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი: საქართველომ და უკრაინამ განახორციელონ ცვლილებები მათთვის საჭირო ალიანსში გასაწევრიანებლად

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტისას ოსტინი ხაზს გაუსვამს რომ ქვეყნებისთვის NATO-ს კარგი ღიაა. განცხადების მიხედვით, ოსტინი მოუწოდებს საქართველოსა და უკრაინას, რომ განახორციელონ ცვლილებები მათთვის საჭირო ალიანსში გასაწევრიანებლად.

თავდაცვის უწყების ცნობით, ოსტინი აპირებს აღიაროს ორი ქვეყნის მხარდაჭერა ავღანეთში მათ მიერ გაღებული მსხვერპლის გამო.

“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე შეტანილი წვლილით ქვეყნების სათავეშია და ამ მისიაში დიდი დანაკარგი განიცადა”, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში ხვალ, 18 ოქტომბერს ჩამოვა.

banner
წინა სტატიაშილომჯარია: მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ხელისუფლებას ორმაგი პასუხისმგებლობა აქვს, რომ მის საქმეზე პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოს
შემდეგი სტატიასკანდალი-მარდალეიშვილის კლინიკაში ცოცხალი ადამიანი მორგში ჩაიყვანეს (ვიდეო)