ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ხელისუფლებას ორმაგი პასუხისმგებლობა აქვს, რომ მის საქმეზე პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მესამე პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ცხადყოფს, რომ მის მიმართ პოლიტიკური ინტერესი არსებობს. ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ხელისუფლებას ორმაგი პასუხისმგებლობა აქვს, რომ მის საქმეზე პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოს.

“ის განცხადებები, რაც კეთდება, განსაკუთრებით მისი დაკავების შემდგომ, მანამდეც გვესმოდა პოლიტიკური განცხადებები, მის ბრალთან დაკავშირებით, მაგრამ ვითარება იცვლება, როცა პირი პატიმრობაშია.

ყველასთვის ხომ მოულოდნელი იყო სააკაშვილის დაბრუნება, ის დღეს ციხეშია და, რა თქმა უნდა, იმ განცხადებების მიმართ, რაც მისი პატიმრობის შემდეგომ გაკეთდება პოლიტიკური პირების მხრიდან, განსაკუთრებული ინტერესი ექნება და ორმაგად მეტი პასუხისგებლობა აქვს ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური განცხადებები მისი საქმის გარშემო არ აკეთოს, თუმცა გეთანხმებით, რომ ეს განცხადებები ცხადყოფს, რომ მისი პატიმრობის მიმართ არსებობს პოლიტიკური ინტერესი, მისი შიმშილობის უფრო მკაცრ ფორმებზე გადასვლის მიმართაც არსებობს პოლიტიკური ინტერესი და ეს, რა თქმა უნდა, იქნება მნიშვნელოვანი მისი საქმეების შესაფასებლად”, – თქვა ნინო ლომჯარიამ TV პირველის ეთერში.

უკვე მე-17 დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც ის ქვეყანაში ჩამოვიდა.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: საზოგადოებას ჰქონდეს უსაფრთხოების განცდა, ფოკუსი უნდა გაკეთდეს კანდიდატებზე და არა ერთმანეთზე თავდასხმებზე
შემდეგი სტატიააშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი: საქართველომ და უკრაინამ განახორციელონ ცვლილებები მათთვის საჭირო ალიანსში გასაწევრიანებლად