აშშ-ს სპეცსამსახურებმა ბინ ლადენის მიმოწერა გაასაჯაროვეს

აშშ-ს სპეცსამსახურებმა ბინ ლადენის მიმოწერა გაასაჯაროვეს

აშშ-ს სპეცსამსახურებმა ბინ ლადენის მიმოწერა გაასაჯაროვესტერორისტული ორგანიზაცია “ალ-ქაიდას” ხელმძღვანელობას ჯაშუშების და უპილოტოებიდან დარტყმების ეშინოდა – შესაბამისი დოკუმენტი ამერიკის მთავრობამ დღეს გაასაჯაროვა – წერსReuters-ი.
დოკუმენტი 2011 წლის 2 მაისს იქნა ამოღებული რეიდის დროს სახლში, სადაც “ალ-ქაიდას” ლიდერი უსამა ბინ ლადენი ცხოვრობდა. ამ დროისათვის დაჯგუფების მეთაური უკვე მოკლული იყო.
გამქვეყნებულ მიმოწერაში კერძოდ, მეომრები ერთმანეთს ურჩევენ გაანადგურონ ჩემოდნები, რომლითაც ტყვეების გამოსასყიდი თანხის მიღება ხდებოდა, რადგანაც მასში შესაძლებელი იყო ტრეკერის დამონტაჟება. თვითონ ბინ ლადენი ერთ-ერთ წერილში თანამებრძოლებს ურჩევს, სახლი მხოლოდ მოღრუბლულ დღეებში დატოვონ – სავარაუდოდ, ამერიკული უპილოტოების დარტყმისგან თავის დასაცავად.

დოკუმენტში მოყვანილია ჯაშუშობის ფაქტები , კერძოდ, ერთხელ ბოევიკებმა ოთხი რეკრუტი მოკლეს, რომლებსაც ბრალი ძალოვანებთან თანამშრომლობაში ედებოდათ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ისინი დამნაშავეები არ იყვნენ. “არ ვაპირებ თავის გამართლებას. ჩვენ დაზვერვის ომს ვაწარმოებთ და ადამიანები ყოველთვის ადამიანები არიან, უშეცდომო არავინ არის” – წერს ტერორისტების ერთ-ერთი მეთაური.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ბენ ლადენს სიცოცხლის უკანასკნელ წლებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის განმეორება სურდა და ისეთ გეგმებს სახავდა, რომლის განხორციელება მის ორგანიზაციას არ შეეძლო. ასევე, სახეზე იყო კადრების კრიზისი. “არიან ახალი ძმები, შესაძლებელია რომელიმე მათგანი სასარგებლო აღმოჩნდება სამომავლოდ, მაგრამ არა ახლა” – ნათქვამია ტერაქტების ორგანიზატორის კორესპონდენციებში.
ბენ ლადენს ეშინოდა, რომ ტრეკერი შესაძლებელი იყო მისი ცოლის კბილში ყოფილიყო დამონტაჟებული, რომელიც სტომატოლოგთან იყო. “ეს ჩიპი ხორბლის მარცვლის ტოლაა და სიგრძეში გრძელ ვერმიშელს გავს” – წერს ის თავის ერთ-ერთ თანამებრძოლს და სთხოვს, რომ წერილი დაწვას, როგორც კი წაიკითხავს.
უსამა ბენ ლადენი 1998 წლიდან აშშ-ს ფედერალური ბიუროს ტერორისტების სიაში იყო. ის ამერიკულმა სპეცრაზმმა 2011 წლის 2 მაისს პაკისტანში მოკლა. მისი მიმოწერის პირველი ნაწილი 2015 წელს გასაჯაროვდა.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობაზე გაცემული ნებართვა ბათილად ცნო
შემდეგი სტატიაპარლამენტი ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატს 1 საათში უყრის კენჭს