პარლამენტი ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატს 1 საათში უყრის კენჭს

ერთ საათში პარლამენტი ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატს კენჭს უყრის. კობა გვენეტაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ელოდება გადაწყვეტილებას.

“უმრავლესობა კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმებულია, ვფიქრობ, რომ პრობლემა არ არის კენჭისყრაზე დავაყენოთ. წინააღმდეგი პოზიციები არ გამოთქმულა ჯერჯერობით და დანარჩენი ალბათ კენჭისყრის პროცესში გამოჩნდება“ – განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის თქმით, მის პოზიციაზე შეიძლება პრემიერის გადაწყვეტილებამ გავლენა იქონიოს.

“ჩემი პოზიცია ცოტა ნეიტრალურია და მას შემდეგ რაც პრემიერი უცხადებს ნდობას შეიძლება ეს გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჩემთვის, “ – აღნიშნა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სპეცსამსახურებმა ბინ ლადენის მიმოწერა გაასაჯაროვეს
შემდეგი სტატიაბინ ლადენი ამერიკელებს კაცობრიობის გადარჩენისთვის ობამას დასახმარებლად მოუწოდებდა