აშშ-ს სირიაში ქიმიური შეტევის დამამტკიცებელი ფაქტები აქვს

სირიის ქალაქ დუმაში რომ ქიმიური შეტევა ნამდვილად მოხდა, ამის დამადასტურებელია დაზარალებულების ანალიზი -ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული MSNBC NEWS-ი ავრცელებს ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით. მედიის ინფორმაციით, აშშ-ს ქიმიური შეტევის დროს რაიონში მცხოვრები ხალხის სისხლისა და შარდის ანალიზი აქვს. ანალიზმა აჩვენა, რომ გამოყენებული იყო ქლორი და ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება. ამავე დროს, ანალიზი არ აჩვენებს ზარინის გამოყენებას.

ამერიკული მხარე თვლის, რომ ქიმიური შეტევის უკან ასადის რეჟიმი დგას, თუმცა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია დასკვნას ელოდება, რომლის ექსპერტები 14 აპრილს, შაბათს სირიაში იქნებიან.
11 აპრილს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქიმიურ შეტევაზე პასუხისმგებელია რუსეთი, რომელიც, თავის მხრივ კატეგორიულად უარყოფს აღმოსავლეთ გუტაში ქიმიური ნივთიერების გამოყენებას.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთმა სირიაში თვითმფრინავი გააგზავნა, რომელიც ავიადარტყმებისთვის არის განკუთვნილი
შემდეგი სტატიარამდენჯერმე შეცვლილი ჩვენება – დღეს მოზარდების მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს დაკითხავენ