რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენება – დღეს მოზარდების მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის მთავარი მოწმის, პირველი ექსპერიმენული სკოლის მოსწავლის, მიხეილ კალანდიას დაკითხვა გაგრძელდება.

მიხეილ კალანდია დაცვის მხარის შეკითხვებს უპასუხებს. თუმცა ადვოკატები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მოწმე კალანდიამ ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენებით პროკურატურის ვერსია თავდაყირა დააყენა.

მათი თქმით, მოწმემ წინასწარ გამოძიებაში მიცემული რამდენიმე ჩვენება რადიკალურად შეცვალა და გამოძიება ზეწოლაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სირიაში ქიმიური შეტევის დამამტკიცებელი ფაქტები აქვს
შემდეგი სტატიასერგო თეთრაძის წამების საქმეზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს