აშშ “პანამური დოკუმენტების” გამოქვეყნებასთან კავშირს უარყოფს

DEPARTAMENIაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას პანამური იურიდიული კომპანია Mossack Fonseca-ს დოკუმენტების გამოქვეყნებასთან კავშირი არ აქვს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მარკ ტონერის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლებამ ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიების შესახებაც არაფერი იცოდა. ტონერის თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ USAID-მა გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმს აფინანსებს, თუმცა ფინანსური დახმარება გამოიყოფა ჟურნალისტური გამოძიებისათვის და არა რომელიმე ქვეყნებზე კომპრომატების მოსაძიებლად.

ამასთან, ტონერმა არ გააკეთა კომენტარი დოკუმენტებისა და გამოძიების შინაარსთან დაკავშირებით.

7 აპრილს ვლადიმერ პუტინმა ე.წ. “პანამური დოკუმენტების” გამოქვეყნებაზე პასუხისმგებლობა ვაშინგტონს დააკისრა.რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოფშორული კომპანიების შესახებ პუბლიკაციებს, რომელიც მისი მეგობრების კომპანიებსაც ეხებათ, სიტუაციის ხელოვნურად გართულების მცდელობა უწოდა.
მისი თქმით, პუბლიკაციის ავტორების მიზანი რუსეთი იყო, რომ ის ამ დოკუმენტებით უფრო თვინიერი გაეხადათ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რომ პანამის იურიდიულ კომპანიაში Mossack Fonseca პირადად მისი სახელი არ ფიგურირებს.

მან დაამატა, რომ ამაყობს ისეთი ადამიანებით, როგორიც მისი ვიოლონჩელისტი სერგეი როლდუგინია. გამოქვეყნებულ დოკუმენტებში მისი სახელი ოფშორულ სტრუქტურებს უკავშირდება, რომლის გავლითაც 2 მილიარდი გადაირიცხა.
“თითქმის ყველა ფული, რომელიც როლდუგინმა გამოიმუშავა, მან მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენაში დახარჯა რომ რუსეთში ჩამოეტანა” – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ  “ვიკილიქსმა” “პანამურ დოკუმენტებზე” მასალა განათავსა. მათი მტკიცებით, ოფშორული იურიდიული კომპანია Mossack Fonseca-დან ინფორმაციის გაჟონვის უკან ჯორჯ სოროსი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) დგას – WikiLeaks-ი თვლის – ამის შესახებ ორგანიზაციამ “ტვიტერ”-ზე დაწერა.
ამასთანავე, კიბერშეტევის მიზანი, რომელიც სოროსმა და ამერიკის სახელმწიფო სააგენტომ დააფინანსა, WikiLeaks-ის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყო.

WikiLeaks-მა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ “OCCRP (დანაშაულთა და კორუფციის ინფორმირებულობის შესახებ ორგანიზაცია ) კარგად აკეთებს საკუთარ საქმეს, თუმცა, პუტინზე შეტევის პირდაპირი დაფინანსება აშშ-ს მთავრობის რეპუტაციას სერიოზულ ზიანს აყენებს”.

https://youtu.be/EciSCeEydBI

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ბელგიის პროკურატურამ ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა
შემდეგი სტატია(VIDEO)ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 12 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია