(VIDEO)ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 12 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია

აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 12 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მათ ცხედრებს დღეს 16:00 საათზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 8-9 აპრილს (8 აპრილი – 18:00 საათი, 9 აპრილი – 12:00 საათი) გაიმართება.
აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 9 აპრილს, 15:00 საათზე (გამოსვენება სამების ტაძრიდან 14:00 საათი) სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

https://youtu.be/PHtj1BOZzHU

 

https://youtu.be/uOKkiDLO7oM

https://youtu.be/VedvR8ZMimA

banner
წინა სტატიაშიაშშ “პანამური დოკუმენტების” გამოქვეყნებასთან კავშირს უარყოფს
შემდეგი სტატიაშალვა რამიშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული