აშშ-მა და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმა შეიმუშავეს

აშშ-მა და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმა შეიმუშავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მოლაპარაკებები, რომელშიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, მონაწილეობდნენ, 12 საათს გაგრძელდა.

მიღწეული შეთანხმებით, 12 სექტემბრიდან სირიის კონფლიქტში ჩართულმა ყველა მხარემ საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყვიტოს. 7 დღის შემდეგ შეიქმნება სპეციალური ცენტრი, რომელიც გამიჯნავს და სტატუსს მიანიჭებს ტერორისტულ ორგანიზაციებსა და ე.წ. ზომიერ ოპოზიციას.

გარდა ამისა, სირიის მთავრობამ ქვეყნის გარკვეულ რაიონებზე ავიადარტყმების მიტანა უნდა შეწყვიტოს, ხოლო ოპოზიციამ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ურთიერთობაზე უარი უნდა თქვას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი პაპუაშვილი : იმედი მაქვს, ახალი მოსამართლეები შეძლებენ, ღირსეულად გააგრძელონ ჩვენი საქმე
შემდეგი სტატიანოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება