გიორგი პაპუაშვილი : იმედი მაქვს, ახალი მოსამართლეები შეძლებენ, ღირსეულად გააგრძელონ ჩვენი საქმე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შესაძლოა, მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვოს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გუორგი პაპუაშვილმა პრეზიდენტის მიერ ახალ დანიშნული მოსამართლეები შეაფასა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ირინა იმერლიშვილსა და გიორგი კვერენჩხილაძეზე მხოლოდ დადებითის თქმა შეუძლია.

“ორი მოსამართლის დანიშნა პრეზიდენტის პრეროგატივაა, მისი დისკრეცია და დანიშნა ორი ახალი მოსამართლე, მე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. ორივე კანდიდატს დიდი ხანია, ვიცნობ და იმედი მაქვს, შეძლებენ, ღირსეულად გააგრძელონ ჩვენი საქმე, უფრო მდიდარი გახადონ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა ვაკანტურია
შემდეგი სტატიააშშ-მა და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმა შეიმუშავეს