აშშ-მ თალიბებთან ავღანეთის საკითხზე მოლაპარაკებები გამართა

რადიკალურ-ისლამისტური დაჯგუფება “თალიბანის” წევრებმა კატარის დედაქალაქ დოხაში ავღანეთის შესახებ აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელთან, ზალმაი ხალილზადთან მოლაპარაკებები გამართეს – “თალიბანის” წარმომადგენელმა საბიხულ მუჯახიდმა 13 ოქტომბერს გაავრცელა. მისი თქმით, 12 ოქტომბერს შეხვედრაზე ავღანეთში დასავლეთის შეჭრის მშვიდობიანი დასასრულის შესაძლებლობები განიხილეს – ხალილზადი ცდილობს რეგიონის მსხვილი მოთამაშეების მონაწილეობით, მათ შორის, პაკისტანისა და საუდის არაბეთის, თალიბები მშვიდობიანი პროცესების შესახებ სრულფასოვანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას.

ივლისის შემდეგ, ეს უკვე მეორე შეხვედრაა თალიბებთან. ადრე აშშ-მ განაცხადა, რომ ავღანეთში მძიმე დანაკარგის გამო ტაქტიკა შეცვალა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაში240 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ბერლინში რასიზმის წინააღმდეგ აქციაში
შემდეგი სტატიაშსს-ს თანამშრომლებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის ტრენინგი უტარდებათ