აშშ-მ სირიაში რუსეთთან კონტაქტი გაწყვიტა

14569849_651184588375065_1997426913_nაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-მს სირიაში რუსეთთან ყოველგვარი დიპლომატიური კონტაქტი გაწყვიტა…
კირბის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებლობის შეუსრულება გახდა. მან ასევე დასძინა, რომ აშშ აგრძელებს სამხედრო კონტაქტს რუსეთთან, საჰაერო ძალებს შორის ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით.
,,რუსეთმა ვერ შეძლო შეესრულებინა საკუთარი ვალდებულებები, საერთაშორისო ვალდებებულების და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ჩათვლით. ამას ნაცვლად, რუსეთი და სირიის რეჟიმი წავიდნენ სამხედრო გზით, რომელიც შეუთავსებელია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასთან,, განაცხადა კირბიმ.
კირბის განცხადებეით, რუსეთი და ასადის რეჟიმი თავს არ იკავებენ ისეთი სასიცოცხლო ობიექტების განადგურებისაგან, როგორიცაა საავადმყოფოები, ინფრასტრუქტურა და თავს ესხმიან ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებლებს.

banner
წინა სტატიაშიკიმ კარდაშიანი პარიზში მძევლად აიყვანეს
შემდეგი სტატიაალ-ქაედას სირიელი ლიდერი ლიკვიდრირებულია