აშშ-მ სანქციები დაუწესა ლუკაშენკოს ვაჟს

აშშ-მ სანქციები დაუწესა ბელორუსიის 20 ფიზიკურ პირს, 12 ორგანიზაციას და 3 საჰაერო ხომალდს.
სანქციების სიაში მოხვდა ალექსანდრე ლუკაშენკოს შუათანა ვაჟი დიმიტრი, რომელიც არის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრი და ხელმძღვანელობს „საპრეზიდენტო სპორტული კლუბის“ ცენტრალურ საბჭოს.
სანქციები კონკრეტულად დააწესა აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე არსებული მიგრაციული კრიზისის გამო, რომელშიც დასავლეთი ბრალს სდებს ბელორუსიის პრეზიდენტს.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს და მის უფროს ვაჟს, ვიქტორს, აშშ-მ სანქციები დაუწესა 2006 წელს.

banner
წინა სტატიაშიენტონი ბლინკენი:”რუსეთს კვლავ ჰყავს განთავსებული თავისი ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთში”
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვი – დასავლეთის მიმართ ჩვენი შეთავაზებაა თანასწორუფლებიანობა, კონსენსუსი, დიალოგი და უსაფრთხოების განუყოფლობა, დარწმუნებული ვარ, საქართველო ამ კონსტრუქციაში კომფორტულად იქნება