ენტონი ბლინკენი:”რუსეთს კვლავ ჰყავს განთავსებული თავისი ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთში”

“რუსეთს კვლავ ჰყავს განთავსებული თავისი ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთში” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სტოკჰოლმში, ეუთოს 28-ე მინისტერიალზე საუბრობს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება რუსეთ-უკრაინის საკითხზე გაამახვილა.

სამწუხაროდ, რუსეთი ჰელსინკის პრინციპების დარღვევას განაგრძობს. ვხედავთ მტკიცებულებას, რომ რუსეთი გეგმავს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას და მოვუწოდებთ მას, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, განმუხტოს სიტუაცია და დააბრუნოს ძალები ჩვეულ პოზიციებზე და შეასრულოს მინსკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და დაუშვას ეუთოს დამკვირვებლები.

რუსეთი არ ასრულებს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მძიმე შეიარაღების გაყვანა – არ სრულდება რუსეთის მიერ, ეუთოს დამკვირვებლების დაშვება – არ სრულდება რუსეთის მიერ, სოციალ-ეკონომიკური კავშირების აღდგენა – არ სრულდება რუსეთის მიერ.

თუკი ჩვენი რუსი და უკრაინელი მეგობრები მზად არიან, შეასრულონ მინსკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ჩვენ სრულად დავუჭერთ ამას მხარს და ეს იქნება საუკეთესო გზა უკრაინაში ახალი კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

ამასთან, რუსეთს კვლავ ჰყავს განთავსებული თავისი ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, – განაცხდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

წინა სტატიაშიერთპარტიული მმართველობა არის შეერთებულ შტატებში- ნიკოლოზ სამხარაძის პასუხი კელი დეგნანს
შემდეგი სტატიააშშ-მ სანქციები დაუწესა ლუკაშენკოს ვაჟს