აშშ-მ ისევ დაადასტურა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუსეთს მოუწოდა უკრაინას დაუბრუნოს ნახევარკუნძული და შეწყვიტოს აგრესია – მაიკ პომპეომ შესაბამისი განცხადება ყირიმის ოკუპაციის წლისთავთან დაკავშირებით თქვა. “რუსეთი საერთაშორისო წესრიგის შეცვლას შეეცადა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები შეარყია და ჩვენი საერთო უსაფრთხოება შეასუსტა. მსოფლიოს არ დავიწყებია ცინიკური ტყუილი, რომლითაც რუსეთმა თავისი აგრესია გაამართლა და ცდილობდა უკრაინის ტერიტორიის ანექსიის დამალვას. მაღალი რეპუტაციის სახელმწიფო ვერ შეეგუება იმას, რომ რუსეთი მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ ძალას იყენებს. შეერთებული შტატები ხელახლა ხაზს უსვამს თავის ურყევ პოზიციას: ყირიმი უკრაინის ნაწილია და უკრაინის კონტროლქვეშ უნდა დაბრუნდეს” – მაიკ პომპეოს სიტყვებს “ამერიკის ხმა” ციტირებს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში სპორტული ჰიჯაბების გაყიდვაზე უარი თქვეს
შემდეგი სტატიასაქართველო-რუსეთს შორის 2018 წელს ტვირთბრუნვა 1,35 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა