საქართველო-რუსეთს შორის 2018 წელს ტვირთბრუნვა 1,35 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

საქართველო-რუსეთს შორის 2018 წელს ტვირთბრუნვამ პირველად გადააჭარბა მილიარდ დოლარს და 1,35 მილიარდი დოლარამდე გაიზარდა, გარდა ამისა, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 500 მილიონს შეადგენს – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან საუბარში თქვა საქართველოს სპეცწარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ.

რუსი დიპლომატის თქმით, რუსეთი საქართველოსთვის სავაჭრო-ეკონომიკური მნიშვნელობით მეორე პარტნიორია – რუსული “რია ნოვოსტი” წერს.

საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური კავშირები არ არსებობს. ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში იმართება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ისევ დაადასტურა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება კარასინი-აბაშიძის შეხვედრასთან დაკავშირებით მედიისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს