აშშ–მ ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტიგენტი გაგზავნა

აშშ–მ დამატებითი კონტიგენტი გაგზავნა ავღანეთში, რომელიც 3000 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება. ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა გაერთიანებული შტაბების მეთაურთა კომიტეტის აპარატის დირექტორმა კენეტ მაკკენზიმ.
მისი თქმით, ამერიკის სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი ამ ქვეყანაში 14 000 გახდა.
მაკკენზიმ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ აჟამად ერაყში
5262 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, ხოლო სირიაში – 503.
შეგახსენებთ, 2001 წელს აშშ–მ მოკავშირეებთან ერთად ავღანეთში “თალიბების” წინააღმდეგ დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის საბაბი გახდა ამერიკაში 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტების სერია. 2014 წელს ავღანეთის ტერიტორიიდან უცხოური სამხედროების დიდი ნაწილი გაიყვანეს, რამაც ხელი შეუწყო “თალიბების” გააქტიურებას.
2017 წლის აგვისტოში აშშ–ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ავღანეთთან დაკავშირებით ახალ სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი სამხედროების გაგაზვნას.
მომზადებულია პენტაგონის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

banner
წინა სტატიაშიხე-ტყის უკანონო რეალიზაციის გამოვლენა-მხილება
შემდეგი სტატიაიან კელი : მხარს ვუჭერთ იმ მოტივს, რაც დგას სამინისტროების სტრუქტურული ცვლილებების უკან