აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DSCA) საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DSCA) საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ აღნიშნული შესაძლო გაყიდვის შესახებ კონგრესს დღეს აცნობა.

საქართველოს მთავრობამ მოითხოვა „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი 82 რაკეტისა და 46 მართვადი გამშვები დანადგარის შესყიდვა.

„აღნიშნული შემოთავაზებული გაყიდვა საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით გააძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. „ჯაველინის“ სისტემა დაეხმარება საქართველოს გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა და დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. საქართველო ადვილად შეძლებს აღნიშნული სისტემის შეთავსებას საკუთარ შეიარაღებულ ძალებთან. აღნიშნული აღჭურვილობის შემოთავაზებული გაყიდვა და მხარდაჭერა არ შეცვლის რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი ივანიშვილს აშანტაჟებს
შემდეგი სტატიაForbes-მა ვარძია ყველაზე შთამბეჭდავ მოსანახულებელ მიმართულებად დაასახელა