ზურაბიშვილი ივანიშვილს აშანტაჟებს

ერთ თვეზე მეტია სალომე ზურაბიშვილს ოცნებისგან თავი შორს უჭირავს. 3 აგვისტოს მის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ბევრმა დაასკვნა, რომ ის მმართველ გუნდს გაემიჯნა.  როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზეა გაბრაზებული,რომელთან აუდიენციასაც ამდენი ხანია ვერ მიაღწია. ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო გვიყვება, რომ ზურაბიშვილი ცდილობს ივანიშვილს თავის მომავალზე დაელაპარაკოს.

ივანიშვილს მასთან შეხვედრა არ სურს. სალომე ზურაბიშვილს უბარებს, რომ მასთან შესახვედრად არ სცალია. ამის გამო პრეზიდენტი ძალიან გაღიზიანებულია, – აცხადებს ჩვენი წყარო.

დიდი ალბათობით 3 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები ამით არის გამოწვეული. ბიძინას კარები მისთვისაც რომ ჭრიალებდა, მაშინ პრეზიდენტი ვერაფერს ამჩნევდა. არც გავრილოვის ღამე დაუგმია და არც დაჩი ბერაიას ამბოხი ანუ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება შეუმჩნევია. ეს ცვლილებები არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობდა.

პრეზიდენტი სავარაუდოდ ივანიშვილს აშანტაჟებს. ერთი პერიოდი კახა კალაძეც გამიჯნული იყო ოცნებისგან. იმ პერიოდში ივანიშვილი კალაძესაც ზურაბიშვილის მსგავსად შეხვედრაზე უარს ეუბნებოდა. თბილისის მერს მასთან საქმე ირაკლი კობახიძემ გაუფუჭა. კობახიძის გულის გასახეთქად ივანიშვილი და კალაძე შერიგდნენ და ეს უკანასკნელი ოცნების მერობის კანდიდატია. შესაძლოა ზურაბიშვილმაც მოაგვაროს. თუ ვერ მოაგვარებს, იგივეს იზამს რაც სააკაშვილის დროს გაააკეთა. ქაჯები მოდიანო იტყვის და ოპოზიციაში გადახტება.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათი მითითებები, კრიტიკა, პატივისცემა რომ დავიმსახუროთ, თავად უნდა ვცემდეთ პატივს ჩვენს თავსა და სიტყვას
შემდეგი სტატიააშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DSCA) საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა