აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან სამხედრო გაძლიერებას.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ესკალაციისგან და იმუშაონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზისა და ჟენევის საერთაშორისო თანათავმჯდომარეების მეშვეობით შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად.

ამას გარდა, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი არხი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებშიც 1 ლარად შეიძენენ
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკი – მოსაზრება, რომ ფულის მასის ზრდა ინფლაციას ან კურსის გაუფასურებას იწვევს, მცდარია