პრემიერის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებშიც 1 ლარად შეიძენენ

region
ავტ.: region აგვისტო 30, 2019 19:21

პრემიერის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებშიც 1 ლარად შეიძენენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებიც 1 ლარად შეიძენენ.

შესაბამისი ცვლილებები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში უახლოეს დღეებში შევა.

პროგრამის შეღავათებით სარგებლობის საშუალება მიეცემა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, სოციალური თუ ჯანმრთელობის სტატუსისა.

საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ.

იგივე შეღავათი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე სოციალურად დაუცველ, ასაკით პენსიონერ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე და ომის ვეტერანებზე. მედიკამენტების პროგრამით უკვე 90 000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რომლებსაც წამლების 1 ლარად შეძენა შეუძლიათ.

მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხები მოქალაქეებისთვის წარმოადგენდა მნიშვნელოვან ტვირთს, რომლის შესამსუბუქებლად მთავრობამ აამოქმედა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა. მთავრობა მომავალშიც განაგრძობს მუშაობას, რათა მაქსიმალურად დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

region
ავტ.: region აგვისტო 30, 2019 19:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,829
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics