აშშ-ის სახელმწიფო დეპარამენტი: მნიშვნელოვანი პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, საგამოძიებო ორგანოებთან დაკავშირებით და…

 

ანგარიშში შემდეგი საკითხები გამოყვეს: “მნიშვნელოვანი პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, საგამოძიებო ორგანოებთან დაკავშირებით და სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნევა ფართოდ. უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიციის ძალის გადამეტება, არსებითად ჩარევა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ; და დანაშაულები, რომლებშიც ძალადობნენ ლგბტი-ი ადამიანების წინააღმდეგ”.

ანგარიში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ზოგიერთ დარღვევაზე ზომები მიიღო, თუმცა – არასაკმარისი. გამოყოფილია ანგარიშვალდებულების ნაკლებობა პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებაზე ჟურნალისტების და დემონსტრანტების მიმართ 20-21 ივნისს. ასევე ანგარიშვალდებულების ნაკლებობის მაგალითად იხსენებენ აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმეს 2017 წელს.

ანგარიში 2019 წლის მოვლენებს ეხმიანება, თუმცა ასევე იხსენებენ 2018 წლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურს.

არჩევების შეფასებისას სახელმწიფო დეპარტამენტი ეუთოს ციტირებს, რომელმაც პირველი ტური კონკურენტულად შეაფასა, თუმცა გამოყო არათანაბარი პირობები, ამომრჩევლის შევიწროვება და შურისძიების შიში.

მეორე ტურზე კი აღნიშნავდა, რომ კონკურენტურ გარემოში ჩატარდა და კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა, თავისუფლად წარემართათ წინასაარჩევნო კამპანია. თუმცა, ერთი მხარე საფუძველს მოკლებული უპირატესობით სარგებლობდა და ორივე მხარის მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის უარყოფითი ხასიათი საფრთხის ქვეშ აყენებდა ზოგადად მთელ საარჩევნო პროცესს.

მნიშვნელოვან ადამიანის უფლებათა დაღვევებს შორის გამოყოფილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მკვლელობები, რომლებზეც პასუხისმგებელი რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმებია, ასევე მოქალაქეების დაკავება მათ მიერ.

banner
წინა სტატიაშიზვიად კორძაძე: მე ვირჩევ გვერდში დგომას, დახმარებას და არა კრიტიკას
შემდეგი სტატიასაქართველოს რკინიგზა პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს პერმანენტულ რეჟიმში ატარებს