საქართველოს რკინიგზა პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს პერმანენტულ რეჟიმში ატარებს

“საქართველოს რკინიგზა” კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოძრავი შემადგენლობების, სადგურების, სერვის ცენტრებისა და დეპოების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას აგრძელებს.

სამგზავრო მატარებელსა და დეპოებში დეზინფექციის პროცესის მიმდინარეობას საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის უფროსი ადგილზე გაეცნო.

“საქართველოს რკინიგზის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ყველა მოძრავ შემადგენლობაში, ასევე შენობებში, დეპოებში და სერვის ცენტრებში ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები. დეზინფექციისთვის ვიყენებთ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში მითითებული ქიმიური ნივთიერების შემცველ ხსნარებს. დეზინფექცია ტარდება პერმანენტულ რეჟიმში და გაგრძელდება მანამ, სანამ გვექნება მითითება,” – განმარტავს ნიკა კაჭარავა.

დაავადების პრევენციისთვის საქართველოს რკინიგზა, მემანქანეების რეისის წინა შემოწმების პროცესს შესაბამისი აპარატურით ახორციელებს. უკვე შესყიდულია და მიმდინარე წლის აპრილიდან აღნიშნული აპარატურა იქნება სრულად უკონტაქტო ყველა შესამოწმებელ პუნქტში, ხოლო ვირუსის პრევენციისთვის მარტის ბოლომდე მემანქანეების შემოწმება ერთჯერადი, ინდივიდუალური ალკოტესტერებით განხორციელდება, რისი შესაბამისი მარაგიც კომპანიის უკვე შეძენილი აქვს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარამენტი: მნიშვნელოვანი პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, საგამოძიებო ორგანოებთან დაკავშირებით და…
შემდეგი სტატიაქართველ მოკავშირეებს მადლობა უნდა გადავუხადოთ დემოკრატიის დასაცავად შესრულებული სამუშაოსთვის