აშშ-ის საელჩო: ვეხმარებით საქართველოს მთავრობას ეკონომიკური რეაბილიტაციის დაგეგმვაში

“ამჟამად ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მთავრობას, რომ დავეხმაროთ COVID-ის შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში. გეგმა ორიენტირებული იქნება დასაქმების გაზრდის შესაძლებლობებზე”, – აცხადებს საელჩო.

24 აპრილს აშშ-ის წარმოადგენლობამ განაცხადა, რომ 64$ მილიონს გამოყოფს საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად.

გარდა ამისა, COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით $1.7 მილიონი დოლარი გამოყო.

banner
წინა სტატიაშიათია მეზვრიშვილი – ყველა ის შეზღუდვა, რაზეც მთავრობას განცხადება არ გაუკეთებია, საგანგებო მდგომარეობის ვადით, რჩება ძალაში
შემდეგი სტატიაერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება