აშშ-ის საელჩო “მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ პროცესებს დააკვირდება

ტელეკომპანია “მაესტროს” პარტნიორთა კრების მიერ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძის განცხადებით, აშშ-ის საელჩოსგან მიიღო მხარდაჭერა, რომ “მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ პროცესებს საელჩო დააკვირდება. ამის შესახებ გადაბაძემ ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გადაბაძემ აღნიშნა, საელჩოს წარმომადგენელი დეტალურად დაინტერესდა “მაესტროში” მიმდინარე პროცესებით.

“მან მითხრა, რომ აშშ-ის საელჩო და ზოგადად ქვეყანა ყურადღებას აქცევს სხვადასხვა ქვეყნებში მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობას. თუ ქვეყანაში სასამართლო არსებობს და არ მოხდება ხელისუფლების მხრიდან ჩარევა, მეც და ყველა შევძლებთ სიმართლის დამტკიცებას. ეს მხარდაჭერა მივიღე მე დღეს ამერიკის საელჩოსგან, რომ დააკვირდებიან პროცესებს”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

ასევე მან ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ “მაესტროს” ტექნიკის დიდი ნაწილი მაკა ასათიანის საკუთრებაა, მეორე ნაწილი კი დევს უზრუნველყოფაში”.

ბაია გადაბაძის თქმით, იგი უახლოეს პერიოდში პრესკონფერენციას გამართავს, სადაც “ტვ 11”-ის თემაზე ისაუბრებს.

banner
წინა სტატიაშიგანათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგაყალბებულ დოკუმენტებზე ამნისტია გამოცხადდა