აშშ-ის ელჩი საქართველოში – ყოველი არჩევნები უკეთესია, ვიდრე წინა, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაუდასტუროს მსოფლიოს საკუთარი პროგრესი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 16, 2020 00:46

მნიშვნელოვანი

  • აშშ-ის ელჩი საქართველოში - ყოველი არჩევნები უკეთესია, ვიდრე წინა, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაუდასტუროს მსოფლიოს საკუთარი პროგრესი

სხვა სტატიები

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომლებსაც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველი არჩევნები უკეთესია, ვიდრე წინა და საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაუდასტუროს მსოფლიოს საკუთარი პროგრესი.

„გვაქვს მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო სისტემის რეფორმასთან, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც საზოგადოებრივი განხილვის საგანი. ასე რომ, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, ჩაატაროს თავისუფალი, სანდო, სამართლიანი არჩევნები უჩვეულო გარემოებებში. რამდენადაც ვიცი, გადაწყვეტილება თარიღთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღიათ. უბრალოდ, მთავრობა განიხილავს ვარიანტებს იმ შემთხვევაში, თუკი დაიწყო მეორე ტალღა. ამას სხვა ქვეყნების მთავრობებიც აკეთებენ. ჩვენ ვცხოვრობთ უპრეცედენტო ეპოქაში. დარწმუნებული ვარ, უზრუნველყოფილი იქნება ამ არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა ამომრჩევლის ხმის დაცვა. სწორედ ესაა მიზანი“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 16, 2020 00:46