საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 724-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2 710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ელჩი საქართველოში – ყოველი არჩევნები უკეთესია, ვიდრე წინა, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაუდასტუროს მსოფლიოს საკუთარი პროგრესი
შემდეგი სტატიავარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგების აღრიცხვა დღეიდან დაიწყება