აშშ დაეხმარება უკრაინას სამხედრო დანაშაულებების გამოძიებაში – უკრაინაში აშშ-ის ელჩი

აშშ დაეხმარება უკრაინას სამხედრო დანაშაულებების გამოძიებაში. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა.

ამერიკელმა დიპლომატმა, რომელიც მოვალეობის შესრულებას რამდენიმე დღის წინ შეუდგა, უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ირინა ვენედიქტოვასთან ერთად დღეს კიევის ოლქის ქალაქი ბოროდიანკა მოინახულა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში რუსულ ძალებს ჰქონდათ დაკავებული.

„ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, იყო ამ საშინელი სისასტიკეების თვითმხილველი. დღეს ჩემმა აქ მოსვლამ მხოლოდ გააძლიერა ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება, დავეხმარო სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

ბრიჯიტ ბრინკის თქმით, სამხედრო დანაშაულების გამოძიება არ უნდა შეჩერდეს იმის გამო, რომ უკრაინაში ომი ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან, მისი თქმით, „ხალხი იმსახურებს სამართლიანობას და ისინი სამართლიანობას ახლა იმსახურებენ“.

banner
წინა სტატიაშირუსეთთან მოლაპარაკებები შეიძლება, გაგრძელდეს მას შემდეგ, რაც უკრაინის პოზიციები “გამყარდება” – არახამია
შემდეგი სტატიასაფრანგეთი, ნიდერლანდები და ავსტრია უკრაინის ევროკავშირის კანდიდატობას ეწინააღმდეგებიან