რუსეთთან მოლაპარაკებები შეიძლება, გაგრძელდეს მას შემდეგ, რაც უკრაინის პოზიციები “გამყარდება” – არახამია

ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინის წარმომადგენელი, დავით არახამია ამბობს, რომ მოლაპარაკებები რუსეთთან მხოლოდ მაშინ გაგრძელდება, როცა დასავლელი მოკავშირეებისგან უკრაინაში მოწინავე შეიარაღება ჩავა და უკრაინის პოზიციები გაძლიერდება.

“ჯერჯერობით, მე ვერ ვხედავ მიზეზს შემდგომი მოლაპარაკებების დასაწყებად, სანამ ფრონტზე ნამდვილად არ მოხდება რაიმე დიდი ცვლილება”, – თქვა არახამიამ.

​როგორც დავით არახამიამ აღნიშნა, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება “ერთი ნაბიჯით წინ, ორი ნაბიჯით უკან არის”, რადგან უკრაინა ცდილობს რუსული ძალების გაყვანას ოკუპირებული სოფლებიდან, რუსეთი კი ახალ ტერიტორიებს იკავებს.

“მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, როცა ჩვენი მოლაპარაკებების პოზიცია გაძლიერდება და ეს ახლა შეიძლება გაძლიერდეს, როცა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ჩვენთვის მუდმივად დაპირებული იარაღი საბოლოოდ ჩამოვა საკმარისი რაოდენობით. შეიარაღებული ძალები მზად არიან იარაღი გამოიყენონ, ახალი ბრიგადები უკვე მომზადებული და ჩამოყალიბებულია. შემდეგ კი ჩვენ შეგვიძლია, დავიწყოთ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაძლიერებული მოლაპარაკების პოზიციით”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რუსეთის მიერ დამწვარი ყველა ეკლესია, დაბომბილი სკოლა, განადგურებული მემორიალი ადასტურებს, რომ რუსეთის ადგილი იუნესკო-ში არ არის – ზელენსკი
შემდეგი სტატიააშშ დაეხმარება უკრაინას სამხედრო დანაშაულებების გამოძიებაში – უკრაინაში აშშ-ის ელჩი