აშშ და უკრაინა მილიარდი დოლარის ტრანშზე შეთანხმდნენ

უკრაინა და აშშ კიევისათვის 1 მილიარდი დოლარის ტრანშის გამოყოფის შესახებ შეთანხმდნენ – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ვებ გვერდზე სპეციალური განცხადება დევს – “ბიბისი” წერს.
“თანხები მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური ფაქტორებისგან დასაცავად იქნება გამოყენებული, მათ შორის გაზზე ტარიფების გაზრდისგან” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამერიკული მხარის განცხადებით, უკრაინის მთავრობა აღნიშნულ თანხას მაშინ მიიღებს, თუკი ის ეკონომიკურ რეფორმებს გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ მესამე ტრანშის შესახებ განცხადება 2015 წელს გაკეთდა, თუმცა, მაშინ უკრაინამ ის ვერ მიიღო, რადგანაც აშშ თვლიდა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური და ანტიკორუფციული რეფორმები შესაბამისად არ მიდიოდა.

banner
წინა სტატიაშისაყდრისის კომიტეტის წევრები ბიძინა ივანიშვილს სიცრუეში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაუკრაინაში ქართველი ქურდი რეზო ჯვარსკი დააკავეს