უკრაინაში ქართველი ქურდი რეზო ჯვარსკი დააკავეს

უკრაინის უშიშრიების სამსახურმა კიევში ქართველი “კანონიერი ქურდი”, სახელად რეზო ჯვარსკი დააკავა – უწყების პრეს-სამსახური ავრცელებს.
დაკავებულის თქმით, რომელიც უკრაინის სამართალდამცველების სპეციალურ ბაზაში იმყოფება, ის უკრაინაში არალეგალურად იმყოფებოდა მიმდინარე წლის აპრილის ბოლოდან. “ჩვენს ქვეყანაში “კანონიერი ქურდი” მოლდოვადან კრიმინალურ ჯგუფებთან დასაკავშირებლად ჩამოვიდა, რომ მათი მოქმედებისთვის კოორდინირება გაეწია” – ნათქვამია უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე თქმით, ჯვარსკი უკრაინიდან დეპორტით გააძევეს.

https://youtu.be/X9UiD9XtRbM

banner
წინა სტატიაშიაშშ და უკრაინა მილიარდი დოლარის ტრანშზე შეთანხმდნენ
შემდეგი სტატია„ეს შეკითხვა აღარასოდეს დამისვათ!“ – ირაკლი ღლონტი პრემიერობას აპირებს