აშშ: ასადი იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებს

არსებობს იმის “მრავლობითი მტკიცებულება”, რომ სირიის მთავრობა იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებს – სირიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ახალმა წარმომადგენელმა ჯიმ ჯეფრიმ განაცხადა – Reuters-ი წერს.
ჩინოვნიკს არ დაუკონკრეტებია რა მტკიცებულებებზეა საუბარი. “სრულებით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული მიზეზები გაქვთ მსგავსი განცხადების გასაკეთებლად” ჯეფრიმ აღნიშნა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ-ს ხელისუფლება იდლიბზე ნებისმიერ თავდასხმას განიხილავს, როგორც “დაუფიქრებელ ესკალაციას”.

გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სირიის პროვინცია იდლიბში შესაძლებელია ჰუმანიტარული კატასტროფა მოხდეს, ამასთანავე, ის გაგებით ეკიდება შეიარაღებული ისლამისტების წინააღმდეგ ავიადარტყმებს. მერკელის შეფასებით, იდლიბში სიტუაცია “ძალიან რთულია” – “ერთი მხრივ იქ მილიონობით სამოქალაქო პირია, რომლებიც, შესაძლებელია, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ამიტომ ჰუმანიტარული კატასტროფა უნდა ავიცილოთ თავიდან”- თქვა მერკელმა. ამავე დროს, რეგიონში ბევრი რადიკალი ბოევიკია – “ახლა ამ რადიკალურ ძალებთან ბრძოლა და სამოქალაქო პირების დაცვაა საჭირო” – განაცხადა გერმანიის კანცლერმა..

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი იდლიბზე შეტევისთვის ემზადება. პროვინცია უკანასკნელი ტერიტორიაა, სადაც სხვადასხვა ამბოხებული ჯგუფები არიან გამაგრებული.

banner
წინა სტატიაშიცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს იწურება
შემდეგი სტატიაNYT: სერგეი სკრიპალი ესპანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა