NYT: სერგეი სკრიპალი ესპანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა

ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი, რომელიც მარტში ბრიტანეთის სოლსბერიში მოწამლეს, უკანასკნელ წლებში, დიდი ალბათობით, ესპანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა –  The New York Times (NYT)-ი წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, სკრიპალი არა მხოლოდ ლექციებს კითხულობდა ჩეხეთსა და ესტონეთში, არამედ, გამოირკვა, რომ მუშაობდა ესპანეთის დაზვერვის სამსახურებთან. გამოცემა ესპანეთის მაღალჩინოსამზე დაყრდნობით წერს. იგივეს ამბობს ესპანელი ჟურნალისტი ფერნანდო რუედა.
1990-იან წლებში სერგეი სკრიპალი მადრიდში რუსეთის ფედერაციის საელჩოში მუშაობდა, ამავე დროს ის ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურებმა გადაიბირეს. განთავისუფლებისა და ბრიტანეთში ემიგრაციის შემდეგ სკრიპალი ესპანეთის სადაზვერვო ცენტრის თანამშრომელს შეხვდა, მაგრამ შეხვედრის თარიღი და დრო არ სახელდება – რუედა წერს.

სავარაუდოდ, სკრიპალი ესპანეთს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იარაღთან დაკავშირებულ დანაშაულებებთან ბრძოლაში ეხმარებოდა. “ჩვენ იგნორირებას ვუკეთებდით ორგანიზებულ დანაშაულში რუსულ ფენომენს. ჩვენ არ ვიცოდით ის როგორ მოქმედებს. სკრიპალი, ლიტვინენკო – ისინი რეალურ სიტუაციაზე ზუსტ ინფორმაციას გვაწვდიდნენ” – ესპანელმა ჩინოვნიკმა განაცხადა.

სერგეი და იულია სკრიპალები 2018 წლის 4 მარტს მოწამლეს მომწამვლელი ნივთიერება “ნოვიჩოკით”. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ორივემ დატოვეს საავადმყოფო. მათი ადგილსამყოფელი საიდუმლოა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიაშშ: ასადი იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებს
შემდეგი სტატიამარადონა მექსიკაში მიდის – ბელორუსები გაურკვევლობაში არიან