აშკარაა, რომ წინ ახალი ტურბულენტობა გველის – თამარ ჩუგოშვილი არჩევნების თარიღზე

“ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთი სახიფათო თამაში წამოიწყო – მმართველი პარტიის ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელებს, საარჩევნო თარიღის შეცვლის შესახებ საუბარი შემთხვევით არ დაუწყიათ და სავარაუდოდ, მმართველი პარტია ამ განზრახვას კონსტიტუციაშიც ასახავს.

8 მარტის დოკუმენტში ყველა საკითხი, რომელთაც ფარავს საკონსტიტუციო ცვლილებები, დეტალურად არის განსაზღვრული, აი ამ სიას არც არაფერი უნდა დაემატოს და არც არაფერი მოაკლდეს. ჯერ არ ჩანს, რატომ დაიწყო ეს დისკუსია, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ახალი ტურბულენტობა გველის წინ, – აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი.

ჩუგოშვილი ამბობს, რომ ახლა, როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება, შესაძლოა ხელისუფლებას კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა ჰქონდეს განზრახული.

banner
წინა სტატიაშინაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაადამიანი და მისი სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციით