ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, 530 გრძივ მეტრზე 400 და 500 მმ-იანი სანიაღვრე მილები მოეწყო, ასევე, 44 ჭა და ცხაური მონტაჟდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნოსტეს ქუჩაზე, კეკელიძის I გასასვლელსა და კახიანის III შესახვევში მიმდინარეობს. აღნიშნული ქსელი ურიდიას ქუჩის სანიაღვრე კოლექტორზე დაერთდება.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ნოსტეს ქუჩაზე ძალიან ცუდი მდგომარეობა გვქონდა. გზის რეაბილიტაცია ვერ განხორციელდებოდა მიმდებარე ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის გარეშე. აღნიშნულ ქსელზე მუშაობის დასრულების შემდეგ, კომპანია GWP-მ უნდა შეცვალოს წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული სისტემა. ბოლო ეტაპი კი ახალი გზის მოწყობა იქნება, რასაც ნაძალადევის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ლოტკინის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 191 110 ლარი გამოყო.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოთავსებული სამი კოვიდინფიცირებულიდან ორი აზერბაიჯანის, ერთი კი საქართველოს მოქალაქეა
შემდეგი სტატიააშკარაა, რომ წინ ახალი ტურბულენტობა გველის – თამარ ჩუგოშვილი არჩევნების თარიღზე