ასადმა პუტინს სირიაში რუსი სამხედროების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სირიის პრეზიდენტისგან, ბაშარ ასადისგან სირიაში რუსი მფრინავების დაღუპვის გამო სამძიმარი მიიღო. ტელეგრამაში, ასევე ნათქვამია, რომ ასადი მომხდარში სრულ პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს.

მათივე ინფორმაციით, რუსული მზვერავი თვითმფრინავი Ил-20, რომლის ბორტზეც 15 სამხედრო პირი იმყოფებოდა, ორშაბათს დაახლოებით 23.00 საათზე (მოსკოვის დროით) ჩამოვარდა. ამ დროს ის ავიაბაზა ხმეიმის თავზე, ხმელთაშუაზღვის აკვატორიაში, დაახლოებით ნაპირიდან 35 კმ-ში იმყოფებოდა. ამავე დროს, ნაპირზე ისრაელის ოთხი გამანადგურებელი F-16 დაფრინავდა, რომლებმაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ლატაკიაში სამიზნეები დაბომბეს. რუსი სამხედროები დარწმუნებული არიან, რომ ისრაელის თვითმფრინავები წინასწარგანზრახულად ამოეფარნენ რუსულ თვითმფრინავს სირიული რადარებისგან დამალვის მიზნით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ისრაელს “მტრულ მოქმედებებში” დასდო ბრალი, რომლის შედეგადაც სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი Ил-20 ჩამოაგდეს.
“ისრაელის აღნიშნული პროვოკაციული მოქმედებები ფასდება, როგორც მტრული. ისრაელის სამხედროების უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო 15 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს აბსოლუტურად არ პასუხობს რუსულ-ისრაელის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ჩვენ ადეკვატური მოქმედებების უფლებას ვიტოვებთ” -ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა განცხადებით, სადაც მომხდარი “ტრაგიკულ შემთხვევითობად” შეაფასა.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პუტინთან ჩახუტებაზე და ანტირუსული სანქციების მხარდაჭერაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაDanske Bank-ის სკანდალმა ბრიტანეთამდე მიაღწია