ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პუტინთან ჩახუტებაზე და ანტირუსული სანქციების მხარდაჭერაზე საუბრობს

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისლმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ცეკვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ანტირუსულ სანქციებს სრულიად იზიარებს – ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

“მე მას ვეხვეოდი, ჩვენ ვცეკვავდით. მანამდე სულ რამდენიმე მამაკაცთან მიცეკვია… ეს სპონტანურად მოხდა” – ამის შესახებ მინისტრმა პუტინის საკუთარ ქორწილში დასწრებაზე კომენტირებისას განაცხადა.

“ჩვენ მანამდეც შევხვედრილვართ. ბევრჯერ განგვიხილავს ჩვენი აზრები სხვადასხვა საკითხებზე” – თქვა კნაისლმა და აღნიშნა, რომ პუტინის დაპატიჟებას არ ნანობს.

ინტერვიუში ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობის შესახებ კომენტირებისას მინისტრმა თქვა, რომ რუსეთი მისთვის პარტნიორია: “რუსეთს განვიხილავ როგორც პარტნიორს. პრაგმატულად უნდა შევხედოთ სირიაში რუსეთთან თანამშრომლობის საკითხს” – თქვა კნაისლმა და დაამატა, რომ სრულად უჭერს მხარს ანტირუსულ სანქციებს, რომელიც უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო დაუწესდა.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ მარინ ლე პენს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნა
შემდეგი სტატიაასადმა პუტინს სირიაში რუსი სამხედროების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა