ასადის არმია აღმოსავლეთ გუტაში შეტევას ახორციელებს

პარასკევს, 6 აპრილს სირიის არმიამ მასობრივი საჰაერო შეტევა განახორციელა აღმოსავლეთ გუტაზე. აქტივისტებისა და უფლებადამცველების მონაცემებით, დაბომბვის შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. “სირიის ადამიანის უფლებათა საბჭოს” ინფორმაციით, დაღუპულია 32 მოქალაქე, მათ შორის ხუთი ბავშვი. ასევე, სხვა მონაცემებით, დაღუპულია 42 ადამიანი. აღმოსავლეთ გუტაში ისლამური დაჯგუფება “ჯაიშ ალ-ისლამის” წევრები არიან გამაგრებული, რომლებმაც, სხვა ამბოხებულებისგან განსხვავებით, უარი თქვეს ქალაქიდან გასვლაზე. ქალაქზე შეტევას ასადის არმია თებერვლიდან ანხორციელებს, მას შემდეგ მათ ქალაქის 80%-ის დაბრუნება შეძლეს. სულ აღმსავლეთ გუტაში 1600 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიევროპაში ყველაზე მდიდარი ადამიანი დაასახელეს
შემდეგი სტატიამაკრონი პუტინს მოუწოდებს დამასკოზე ზეწოლა განახორციელოს სირიაში მშვიდობის დასამყარებლად