ევროპაში ყველაზე მდიდარი ადამიანი დაასახელეს

ევროპაში ყველაზე მდიდარი ადამიანი Vuitton Moet Hennessy (LVMH)-ის პრეზიდენტი ბერნარ არნოა. მისი ქონება 70,7 მილიარდ დოლარს შეადგენს -წერს Bloomberg-ი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამდაგვარად, ფრანგმა ბიზნესმენმა გაუსწრო ჯგუფ Inditex-ის (შედის ისეთი ბრენდები, როგორიც Zara და Massimo Dutti-ა) დამფუძნებელს ესპანელ ამანსიო ორტეგას, რომლის ქონება 70,2 მილიარდი დოლარია.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში LVMH-ს ხელმძღვანელმა მეოთხე ადგილი დაიკავა Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის, Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეიტსისა და საინვესტიციო ფონდ Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელის, უორენ ბაფეტის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშივიეტნამის მთავრობამ ძეგლებზე გენიტალიების გაკეთება აკრძალა
შემდეგი სტატიაასადის არმია აღმოსავლეთ გუტაში შეტევას ახორციელებს