არსებული ინფორმაციით, “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულმა კომიტეტმა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო

არსებული ინფორმაციით, “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულმა კომიტეტმა საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის თაობაზე ინფორმაცია პარლამენტში არაოფიციალურად ვრცელდება. აღნიშნული კომიტეტის წევრი დეპუტატები მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის საკითხს შეეხება და თავს იკავებენ იმის დაკონკრეტებისგან, გავა თუ არა “რესპუბლიკური პარტია” არჩევნებზე დამოუკიდებლად.
პარტიაში არც იმას აზუსტებენ, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში “რესპუბლიკელები” დატოვებენ თუ არა კოალიციურ უმრავლესობას და დაკავებულ სახელმწიფო თანამდებობებს.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური ფიქრობს, რომ თუ “რესპუბლიკელები” ცალკე ცდიან საკუთარ ძალებს, “მოსახლეობისთვის კარგ სურათს” მივიღებთ