თამაზ მეჭიაური ფიქრობს, რომ თუ “რესპუბლიკელები” ცალკე ცდიან საკუთარ ძალებს, “მოსახლეობისთვის კარგ სურათს” მივიღებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი თამაზ მეჭიაური ფიქრობს, რომ თუ “რესპუბლიკური პარტია” საპარლამენტო არჩევნებში კოალიციისგან ცალკე მიიღებს მონაწილეობას, მოსახლეობისთვის კარგ სურათს მიიღებენ.

კითხვაზე, დამოუკიდებლად შეიძლება თუ არა პარტიებმა კენჭი ცალ-ცალკე იყარონ, მეჭიაურმა განაცხადა, რომ ყველაფერი შეიძლება.

რაც შეეხება ამ შეთხვევაში შანსებს, მეჭიაური ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” კარგი შანსი ექნება, კოალიციის რიგებში შემავალ სხვა პარტიების შანსებზე კი კომენტარს არ აკეთებს.

კითხვაზე, თუ “რესპუბლიკელები” ცალკე ცდიან საკუთარ ძალებს, რა სურათს მივიღებთ, მეჭიაურმა განაცხადა “მოსახლეობისთვის კარგს”.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულმა კომიტეტმა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიათბილისში ლიბერთი ბანკის ერთ ერთ ფილიალში მძარცველი შეიჭრა