“არსებობს ზაზა სარალიძის სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე” – შსს განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 1, 2018 20:51

“არსებობს ზაზა სარალიძის სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე” – შსს განცხადებას ავრცელებს

ზაზა სარალიძის წინააღმდეგ მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები- ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს:
“არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს” -ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 1, 2018 20:51