ზაზა სარალიძე უკან დახევას არ აპირებს

ზაზა სარალიძე მთავრობის გადადგომას ითხოვს – განცხადება მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სარალიძემ აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ უკან დახევას არ აპირებს.

„აქ ვხედავ ისეთ პლაკატებს-„არა პარტიულობას“. ეს პირადად ჩემი შვილის შეურაცხყოფაა. აქ პოლიტიკური პარტია არაფერ შუაში არ არის გთხოვთ ასეთი პლაკატებისა და ასეთი ხმაურისგან თავი შეიკავოთ.ძალიან გთხოვთ.

ჩვენს რიგებში თუ არიან პოლიტიკური პარტიები მე მათ ვუყურებ,როგორც საქართველოს მოქალაქეებს,

მე არ ვიცი ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ძალიან გთხოვთ, ნუ გააიგივებთ შვილმოკლულ ოჯახებს პოლიტიკურ პარტიებთან. ძალიან მიმძიმს ასეთი განცხადების გაკეთება, მაგრამ იძულებული გამხადა სისტემამ მე დღეს და სისტემის მფარველებმა,“- მიმართა ზაზა სარალიძემ შეკრებილებს.

მისი თქმით, მას და ყველა შვილმოკლულ მშობლებს დღეს კიდევ ერთხელ შეაფურთხეს სულში, რადგან სისტემის მფარველებმა მასთან მოლაპარაკებისთვის რამდენიმე ადამიანი გამოუგზავნეს
„თითქოს მათ შექმნეს რაღაც ჯგუფები რომლებიც დაიწყებენ გამოძიებას, გამოძიება აღარ არსებობს, მოწმეები აღარ არსებობს, მტკიცებულებები აღარ არსებობს, გამოძიება ვეღარ ჩატარდება. კიდევ უნდათ რომ მომატყუონ მე ამას არ დავუშვებ.

ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს შვილები ერთად ვიბრძვით რელიგიური მრწამსი და პოლიტიკურობის მიუხედავად მე ყველა გიყურებთ როგორც ჩემს დებსა და ძმებს, შვილებს.

არცერთი დამნაშავე პირი, რომელის სრული საფუძველი აქვთ,რომ დაკავებული იყოს არ აპირებენ არაფერს. არ აპირებენ იმიტომ,რომ სისტემის მფარველმა მთავრობამ ომი გამოგვიცხადა და არ აღელვებთ ჩვენი მომავალი.

ვიღებ პასუხისმგებლობას და პირადად მოვითხოვ მთავრობა გადადგეს…მოვითხოვ კვირიკაშვილი გამოვიდეს და დატოვოს თანამდებობა“-განაცხადა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაში„მე ვარ ის გოგო, რომელსაც გვერდით ოთახში ძმა მოუკლეს“
შემდეგი სტატია“არსებობს ზაზა სარალიძის სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე” – შსს განცხადებას ავრცელებს