ფავლენიშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნულ ინტერესს პირად ინტერესზე მაღლა აყენებს

„ნაციონალურ მოძრაობას“ არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ერთობისთვის, რომელიც არის აუცილებელი და საჭირო ივანიშვილის ბანდის დასამარცხებლად. ივანიშვილის დამქაშებისგან განსხვავებით, ჩვენთვის მთავარია ქვეყნის ეროვნული ინტერესი, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე განაცხადა.

როგორც ფავლენიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნულ ინტერესს პირად ინტერესზე მაღლა აყენებს“.

„ნაციონალურ მოძრაობას“, მის ლიდერებს, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილს, არაერთხელ გაუცხადებია, რომ ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ერთობისთვის, რომელიც არის აუცილებელი და საჭირო ივანიშვილის ბანდის დასამარცხებლად. სწორედაც, რომ ეს განასხვავებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ივანიშვილის ბანდისგან. ჩვენ ეროვნულ ინტერესს პირად ინტერესზე მაღლა ვაყენებთ ივანიშვილის დამქაშებისგან განსხვავებით, რომლებიც ყოველთვის პირად ინტერესს აყენებენ ეროვნულ ინტერესზე მაღლა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი როცა სიტყვით გამოდის ანტისამთავრობო აქციაზე, ესაა ქართველი ხალხის უპატივცემულობა
შემდეგი სტატიასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს