არმაზ ახვლედიანის თქმით, მას ფარულად უსმენენ

კარგად ხედავს, ვინ არის ნიანგი და ვის რა სულისკვეთება აქვს ხელისუფლებაში

არმაზ ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას ფარულად უსმენენ. რაშიც ქართული ოცნების ხელმძღვანელობა და სამართალდამცავი სტრუქტურები დაადანაშაულა.

ახვლედიანმა ასევე განაცხადა, რომ სხვებსაც უსმენენ. ასევე მის ახლობლებს და მეგობრებს აფრთხილებენ, რომ ახვლედიანთან ურთიერთობა სახიფათოა.

„მე მინდა ვუთხრა ”ოცნების” ხელმძღვანელობას და მის მიღმა მყოფ სამართალდამცველებს, რომ მოუძველდათ მეთოდები. დღესაც, ასე აშკარად და დაუფარავად მოსმენა და ასეთი ფორმების გამოყენება პოლიტიკური თანამშრომლების თუ ოპონენტების მისამართით, სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელია. მათ ავიწყდებათ რომ 2016 წელია. ასეთი აშკარა, პირდაპირი ჩართულობა შესაბამისი სამსახურების მხრიდან მე არ მახსენდება ბოლო 20-22 წლის განმავლობაში. მე მინდა გავაფრთხილო მკაცრად ყველა, ვინც ამას აკეთებს, რომ ეს თამაში შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს“, – განაცხადა ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშიველისციხეში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას სავარაუდოდ დღეს გამოსცემს