არკადი კასრაძეს ჩეჩნებმა ჩასაფრება მოუწყვეს – ქართველი მებრძოლის დაღუპვის დეტალები

უკრაინაში, ქართველი მებრძოლს ჩეჩნებმა ჩასაფრება მოუწყვეს – არკადი კასრაძის დაღუპვის დეტალებზე ნადიმ ხმალაძე “მთავართან” საუბრობს:

“ეს მოხდა ქალაქ რუბეჟნოეში, შეტაკება იყო, პოზიციურ ბრძოლებში დაიღუპა კასრაძე. ჩასაფრება მოუწყვეს ჩეჩნებმა. ჩეჩნებთან შეტაკებაში მოხდა ეს ცუდი ამბავი.” ამბობს ხმალაძე.

40 წლის არკადი კასრაძის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ქართველი მეომარი უკრაინაში საბრძოლველად 2 მარტს წავიდა. კასრაძე 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა.

შეტაკებების დროს დაიჭრა ზურა მუშუქიაც. ადგილზე მყოფი ქართველების ინფორმაციით მისი მდგომარეობა მძიმეა.

არკადი კასრაძე უკვე მეშვიდე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიჩემთვის აუხსნელი იყო უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკე წასვლა – ხვიჩია
შემდეგი სტატიავანო ნადირაძის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი დაიღუპა