ჩემთვის აუხსნელი იყო უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკე წასვლა – ხვიჩია

ჩემთვის აუხსნელი იყო უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკე წასვლა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უკრაინაში დამოუკიდებლად წასვლის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, უკრაინაში სამძიმრის გამოსახატავად წასულია საქართველოს პარლამენტის დელეგაცია.

„სამძიმრის სათქმელად წასულ ხალხს მე მგონი, ბევრი არ უნდა მოვთხოვოთ, კარგი იქნება, ამ ვიზიტის შედეგად, თუ მოხდება საქართველო-უკრაინის ურთიერთობის ნორმალიზება. თუმცა მგონია, რომ ეს ვიზიტი ჩვენი გადმოსახედიდან არის სამძიმრის სათქმელად ჩასვლა უკრაინელ ხალხთან და არა სხვა პოლიტიკური დატვირთვის მქონე. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებას, ჩემთვის ეს აუხსნელია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება. დელეგაცია უკრაინაში გუშინ გაემგზავრა. დელეგაციაში არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი – გიორგი ხოჯევანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ველისციხეში თორნიკე ლომთაძის ღვინის მარანში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამა – „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსდა
შემდეგი სტატიაარკადი კასრაძეს ჩეჩნებმა ჩასაფრება მოუწყვეს – ქართველი მებრძოლის დაღუპვის დეტალები