“არის ზოგიერთი ადგილი სადაც სტატუსები იცვლება ” – კალაძე დედაქალაქის გენერალურ გეგმაში ზონალური სტატუსების ცვლილებას ადასტურებს

დედაქალაქის გენერალურ გეგმაში ზონალური ცვლილებებია გაწერილი – პროექტის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე, ოპოზიციამ მოიპოვა მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ერთ ნაწილზე ახალი პროექტით მშენებლობები დაშვებული იქნება.

საუბარია, 14 000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ეზოს ემიჯნება. საკრებულოს ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ივანიშვილი ამ ტერიტორიის დასაკუთრებას და მასზე მშენებლობას აპირებს.

დედაქალაქის მერი ადასტურებს, რომ გენგეგმის პროექტში ზონალური ცვლილებები არის შეტანილი, თუმცა მისი განცხადებით, ყველა ცვლილება დასაბუთებულია. კალაძე გენგეგმაზე ზოგადად საუბრობს და ამბობს, რომ რეკრეაციული ზონების რაოდენობა პროცენტულად გაზრდილია.

Image result for კახა კალაძე„რატომ არ იღებთო მაგაზე გვეჩხუბებოდნენ და ჯვარს გვაცვეს, რომ გენგეგმას არ იღებენო და მთელი ამბები ჰქონდათ ატეხილი. ახლა გენგეგმას ვიღებთ და დაჩქარებულიაო. რა გავაკეთოთ, გვითხარით მაშინ ჩამოყალიბდით და გაგვიწერეთ დროში. არის ზოგიერთი ადგილი სადაც სტატუსები იცვლება, თუმცა უმეტესობა მინდა გითხრათ, რომ არის რეკრეაციული ზონები დადებული,ასევე სატყეო და ლანდშაფტური. თქვენ შეგიძლიათ პროცენტულად მიიღოთ, დეტალური მონაცემები და ნახავთ, რამხელა სხვაობაა და როგორ არის გაზრდილი რეკრეაციული ზონები, ლანდშაფტური და სატყეო ზონები,“-აცხადებს კახა კალაძე.

საკრებულოს სხდომაზე გენგეგმის დამტკიცება ხვალ იგეგმება. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ და ეცდებიან დაუმტკიცონ უმრავლესობასა და მერიის წარმომადგენლებს,რომ ეს პროექტი დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესების ადეკვატური არ არის.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი ბოტანიკური ბაღის ხარჯზე დამატებით 14 ათასი კვ.მ. ფართობი მიწის მიერთებას გეგმავს – ოპოზიციამ დოკუმენტები მოიპოვა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია ზალკალიანს – რატომ არ არის შეყვანილი „ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიაში“ არც ერთი რუსეთის ოფიცერი დღემდე მთავრობის მიერ?